კრიშტიანუ რონალდუ - ჩემი კონტრაქტი უნიკალურია, რადგან თავად ვარ უნიკალური მოთამაშე

დღეს აზიელი ფანების წინაშე “ალ ნასრში” გადაბარგებული პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე ფეხბურთის ლეგენდამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და გულშემატიკვარს ახალი რეკორდების დამყარებას შეპირდა. 

“ჩემი ევროპული კარიერა დასრულებულია, იქ ყველაფერი მოვიგე. შემოთავაზებები მქონდა, როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკიდან და ავსტრალიიდან, თუმცა ჩემი სიტყვა “ალ ნასრს” მივეცი და არ მაინტერესებს რას იტყვიან სხვები, ამ გადაწყვეტილებით ვამაყობ.

ეს ჩემთვის დასასრული არ არის. საუდის არაბეთში ძალიან კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია.

ჩემი კონტრაქტი უნიკალურია, რადგან თავად ვარ უნიკალური მოთამაშე. არაერთი რეკორდი დამიმყარებია და ამის გაკეთებას “ალ ნასირშიც” გავაგრძელებ”, - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი