ზაზა გოგავა - ხვალ მისი წარდგენა იქნება იმის საჩვენებლად, თუ რა ფასი აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლას

ხვალ დაუძლურებულ მიხეილ სააკაშვილს წარუდგენენ ქართველ საზოგადოებას, რომ აჩვენონ, თუ რა ფასი აქვს თავისუფლებისათვის ბრძოლას, -  ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ზაზა გოგავამ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეც რომ არ იყოს, ის დღეს მაინც იქნებოდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო. 

"ხვალ,  დიდი ალბათობით,  მიხეილ სააკაშვილს წარუდგენენ ქართველ საზოგადოებას. მე ეს მოლოდინი მაქვს. რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის - ჩვენი მტრის წინააღმდეგ. რომ არა ფაქტი, რომ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ის მაინც გაიგივებული იქნებოდა ამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ  ბრძოლასთან.  მოგეხსენებათ,  საქართველოდან წასვლის შემდეგ ის რა ენთუზიაზმით იყო ჩართული უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში. 

როდესაც ის გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში, ჩვენ ვნახეთ  შეურაცხმყოფელი კადრები.  მაშინაც ვთქვი, რომ ეს იყო სპეციალურად ნაჩვენები, რადგან  არ მგონია,  მათ ვერ გააცნობიერეს, რომ  თავის ჩადენილ დანაშულს აჩვენებდნენ. არა, მათ უნდა ეჩვენებინათ ჩვენი მტრისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი როგორ ისჯება. დარწმუნებული ვარ,  ხვალ მისი წარდგენა იქნება იმის საჩვენებლად, თუ  რა ფასი აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ზუსტად ასეთი დაუძლურებული ადამიანი უნდა ანახონ, რომ ეს მოიმკა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, -განაცხადა ზაზა გოგავამ. 

ხვალ მიხეილ სააკაშვილისათვის  სასჯელის გადავადების ან მისი მისი გათავისუფლების შუამდგომლობის სასამართლო განხილვა გაიმართება. პროცესზე დიდი ალბათობით მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან ონლაინ ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები