ზაზა გოგავა - მოვითხოვთ პრეზიდენტისგან, სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, გაათავისუფლოს და არა შეიწყალოს

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, გაათავისუფლოს და არა შეიწყალოს, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაზა გოგავამ განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება თავის ამომრჩეველთან ერთად გააგრძელოს ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის.

"მოგეხსენებათ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მხარდამჭერებმა დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 

აქ მინდა ხაზი გავუსვა გათავისუფლებას და არა შეწყალებას.

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მოვითხოვთ მისგან, სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლის ნება და ეს ღონისძიება, რომელიც ტარდება დღეს იქნება პერმანენტული, რათა მიხეილ სააკაშვილს მიეცეს უფლება, თავის ამომრჩეველთან ერთად გააგრძელოს ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის“,- განაცხადა ზაზა გოგავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები