ზაზა გოგავა - "ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება იმ გამოკვეთილ გაერთიანებას, რასაც ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე

საარჩევნო ბარიერის ვერგადალახვის საშიშროება პატარა პარტიებს ნამდვილად აქვთ, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება იმ გამოკვეთილ გაერთიანებას, რასაც ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზაზა გოგავამ განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებში საჭიროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა დაასრულოს.

"საარჩევნო ბარიერის ვერგადალახვის საშიშროება პატარა პარტიებს ნამდვილად აქვთ, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება იმ გამოკვეთილ გაერთიანებას, რასაც ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე. "ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება იმას, რომ ეს პარტიები როგორმე გამსხვილდნენ, გაძლიერდნენ და რომელ ამომრჩეველზეც აქვთ სამიზნე, სწორად განუმარტონ თავიანთი გეგმები იმისათვის, რომ 2024 წლის არჩევნებზე ოლიგარქიული მმართველობა დასრულდეს საქართველოში.

საჭიროა, რომ ახლად წარმოქმნილმა ოპოზიციურმა პარტიებმა არ დააბნიონ ამომრჩეველი და მკაფიოდ განუსაზღვრონ ის მიმართულება, რომ მთავარია არჩევნებზე ხელისუფლების შეცვლა და ივანიშვილის პარტიის გაშვება.  

მე მგონია, რომ ეს პარტიები გამსხვილებისკენ წავლენ და არა ფრაგმენტაციისკენ", - განაცხადა ზაზა გოგავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები