კანადა აბრამოვიჩის 26 მილიონი დოლარის აქტივების კონფისკაციას გეგმავს

კანადის მთავრობა რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის კუთვნილი კომპანიის - Granite Capital Holdings Ltd აქტივების დაყადაღებასა და კონფისკაციას გეგმავს. საუბარია 26 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებზე. 

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ნაბიჯი იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა თავის ახალ უფლებამოსილებას სანქციების ქვეშ მყოფი პირების აქტივების დასაყადაღებლად გამოიყენებს. 

კანადის მთავრობა ჩამორთმეული აქტივებიდან მიღებული თანხების უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას გეგმავს.

როგორც კანადის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, უკრაინაში ინტერვენციასთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქები ვერ იპოვიან კანადაში თავშესაფარს თავიანთი უკანონოდ მოპოვებული კაპიტალისთვის.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კანადამ სანქციები 1 500-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს დაუწესა.

მსგავსი სიახლეები