ლავროვის უწყებამ კანადის მოქალაქეებს, მათ შორის მსახიობ ჯიმ კერის რუსეთში შესვლა აუკრძალა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადის 100 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა ეკრძალებათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ "ეს არის მოსკოვის პასუხი კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს რეჟიმის მიერ სანქციების დაწესების მუდმივ პრაქტიკაზე".

სანქცირებულ პირებს შორის არიან ჟურნალისტები, ასევე, სტეპან ბანდერას შვილიშვილი - სტეპანი, მწერალი და კინორეჟისორი დევიდ ბეზმოზისი, მსახიობი ჯიმ კერი და მსახიობი კეტრინ ვინნიკი.

გარდა ამისა, სიაში შედის კანადის საკომუნიკაციო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პიტერ მაკკეი, ალბერტას პრემიერი დენიელ სმიტი, კვებეკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჟან ჩარესტი, სამეფო როდოსის უნივერსიტეტის კესკადის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თომას ჰომერ-დიქსონი, კანადის ინსტიტუტის მთარგმნელი ოქსანა მარინიაკი, პროექტის "უკრაინის მფარველი ანგელოზები" ორგანიზატორი ლიზა შიმკო, პროექტის Boots for Ukraine დამფუძნებელი ალექსანდრე ბაკუსი.

კანადამ რუსეთს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სერიოზული დარღვევების გამო მორიგი სანქციები ცოტა ხნის წინ დაუწესა. სიაში არიან ცნობილი რუსი პროპაგანდისტები.

მსგავსი სიახლეები