შალვა ხაჭაპურიძე - სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოინახულებს.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ სასამართლო პროცესებს ფიზიკურად დაესწროს და მასთან ამ საკითხებს გაივლის.

"სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად დაესწროს სასამართლო პროცესებს, გავივლით ამ საკითხებს. გარდა ამისა, მოწმეთა რიგითობის საკითხებს მე ვეტყვი რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. დარჩენილები არიან მნიშვნელოვანი მოწმეები, ძირითადი ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი და მისი მძიმე ავადმყოფობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა.

"ბოლო დღეებში უკიდურესად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა გამოვითხოვ მისი ავადმყოფობის ისტორიის ბოლო ჩანაწერებს და შევუთანხმებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურ რეჟიმში, მათ შორის თუნდაც ღამის 12 საათამდე, ჩვენ მზად ვართ ამ რეჟიმში მუშაობისთვის", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები