სალომე ზურაბიშვილი - საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სალომე ზურაბიშვილი დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე".

კიევის ოლქში დღეს დილით ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შს მინისტრი დენის მონასტირსკი და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს აფეთქდა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები