ბაჩო დოლიძე - ძალიან დაბალი, იაფფასიანი პოპულიზმია ამ წინასაარჩევნო პერიოდში, ეს მეთოდები არ გამოდგება ჩვენთან

ყველაფერს ველოდები ამ ხალხისგან, რადგან თუკი რამე უკადრებელი იყო, უკვე მართლა ყველაფერი იკადრეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

"მანქანა დგას პარკინგზე, შესაბამისად, თუ ვინმე ასეთი შეწუხებულია, შეუძლია, ნებისმიერ მომენტში წაიყვანოს. ორჯერ იყო აღნიშნული მანქანის მიბრუნების მცდელობა, ოღონდ ეს მიბრუნება უხერხული ვითარებაა. მხარე, რომელსაც უბრუნებ, უხერხულად გრძნობს თავს და არც დამიმალავს, რომ ერთ-ერთ საერთო მეგობარს, დიმა ჩიქოვანს დავუკავშირდი, ვთხოვე, მანქანას მოგიყვანენ-მეთქი და იმდენად შეურაცხმყოფელად აღიქვა ეს ყველაფერი, პირიქით, აქეთ ვუხადე ბოდიშები.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, რომ ახლა მანქანებზე გვქონდეს საუბარი. არ გვიკვირს არც მანქანა და არც სხვა დანარჩენი. თუ ვინმესთვის რაიმე გასაკვირია, თვითონ მოიკითხონ. როგორ წარმოგიდგენიათ, მელიას ან მის ოჯახს მანქანა გაუჭირდა? ძალიან დაბალი, იაფფასიანი პოპულიზმია ამ წინასაარჩევნო პერიოდში. მესმის, რომ ემოციებიც არის, მესმის, უჭირთ იმ გაგებით, რომ ახლოვდება არჩევნები და ეტყობა, იმაზე მეტი დარეგისტრირდა, ვიდრე წარმოედგინათ. ფიქრობენ, რომ ალბათ, ყველა მეთოდი და ხერხია მისაღები, ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ყველაფერზე ლაპარაკი გამოადგებათ – ტყუილისა და სიმართლის. პირდაპირ ვამბობ, ეს მეთოდები არ გამოდგება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან.

ყველაფერს ველოდები ამ ხალხისგან, რადგან თუკი რამე უკადრებელი იყო, უკვე მართლა ყველაფერი იკადრეს. სულ ვამბობდი, რომ ძალიან ცუდ პროცესს ჰქონდა ადგილი, რახან დაიწყო ეს არჩევნები ცუდი ფორმით, მაგრამ მგონი, ამავდროულად ძალიან კარგიც იყო, ილუსტრაციაა ბევრი ადამიანის. დიდი იმედი მაქვს, მოვახერხებთ ამ პარტიის გასუფთავებას“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები