გიგა ბოკერია - მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმაზე, თუ როგორ იქცევიან ცალკეული ოპოზიციური პარტიები

ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში, უმრავლესობაში მყოფ "ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას ერთწლიანი საქმიანობის განმავლობაში არ გამოუყენებიათ ქმედითი ინსტრუმენტები ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამოსავლენად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ევროპულმა საქართველომ" 2022 წლის მაისში ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებიდან, ხოლო დეკემბერში მერიებიდან გამოითხოვა ინფორმაცია საკრებულოების მხრიდან მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობის შესახებ.

"ყველანი ვხედავთ დიდი ხანია, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკანონო, ძალადობრივ და ცინიკურ მეთოდებთან ერთად, ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს იმ არგუმენტს თავის პროპაგანდაში, რომ ამ რეჟიმის ოპონენტებს და მთელ ოპოზიციას შეუძლია მხოლოდ რეჟიმზე თავდასხმა და არ აქვს უნარი, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ანუ არ შეუძლია მოქმედება. რაც მთავარია, ამ პროპაგანდისას ის ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთ საერთოში ზელს და ამ ყველაფერს ხშირად "ნაციონალური მოძრაობის“ სახელს არქმევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, "ევროპულ საქართველოს“ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმაზე, თუ როგორ იქცევიან ცალკეული ოპოზიციური პარტიები.

მინდა, შეგახსენოთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მთლიანად, "ნაციონალური მოძრაობა“ თუ მისი პარტნიორები, იქნება ეს „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუ სხვები, დღემდე უარს აცხადებენ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი დატოვონ და თავის დროზეც, კრიტიკულ მომენტში ეს არ გააკეთეს. ამავდროულად, საზოგადოებას არწმუნებენ, რომ იქ ვერაფერს ვერ აკეთებენ, რადგან ამ რეჟიმის უმრავლესობა მათ არ აძლევთ ეფექტურ ინსტრუმენტებს, რომ აკონტროლონ ხელისუფლება და განახორციელონ ის ფუნქციები, რაც უნდა ჰქონდეს საპარლამენტო ოპოზიციას. ჩვენ დავინტერესდით, როგორ იქცევიან ის ოპოზიციური პარტიები, სადაც ამომრჩევლების ნებით მათ მოიპოვეს უმრავლესობა საკრებულოებში. დარღვევების, ძალადობის ფაქტების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების წყალობით არის სულ ორი საკრებულო დარჩენილი, სადაც უმრავლესობა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და გახარიას პარტიას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, როგორ იქცევიან ისინი ასეთ შემთხვევაში, სადაც უმრავლესობა გააჩნიათ. დგამენ თუ არა იმ მინიმალურ ნაბიჯებს, რომელსაც ვერ დგამენ მაგალითად პარლამენტში, სადაც მაინც რჩებიან. ამ თვალსაზრისით ჩვენ მივიღეთ უმძიმესი სურათი, ჩვენი საზოგადოების ინტერესების სრული უგულებელყოფა და საკუთარი მოვალეობების არ შესრულება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები