გიგა ბოკერია - გამოდის, რომ მთელ საზოგადოებას არ სცემს პატივს და შეუძლებელია, ასეთი ოლიგარქიული სისტემით ქვეყანა შორს წავიდეს

შეუძლებელია, ასეთი ოლიგარქიული სისტემით ქვეყანა შორს წავიდეს. ეს არის ის დასკვნა, რაც უნდა გამოვიტანოთ აქედან, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრის შეცვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ქმედებით ბიძინა ივანიშვილი არც საკუთარ გუნდს და არც მხარდამჭერს პატივს არ სცემს.

"სადაც ერთ ადამიანს შეუძლია, რომ შეცვალოს პრემიერ-მინისტრი და სადაც ასე უპატივცემულოდ ექცევა საკუთარ მომხრეებს, საკუთარ გუნდს რომ სხვისი ჯერი მოვიდა და საბავშვო ბაღივით საუბრობს, გამოდის, რომ მთელ საზოგადოებას არ სცემს პატივს და შეუძლებელია, ასეთი ოლიგარქიული სისტემით ქვეყანა შორს წავიდეს. ეს არის ის დასკვნა, რაც უნდა გამოვიტანოთ აქედან", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა 29 იანვარს დატოვა, გავრცელებული ინფორმაციით, მას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები