გიგა ბოკერია - ხელისუფლების მიერ გაძლიერებული დამნაშავეები ძალადობის საფრთხეს ზრდიან ყველა მოქალაქისთვის

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია გლდანში "ნაციონალური მოძრაობის" წევრზე ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას ეხმაურება.

"ივანიშვილის რეჟიმი პუტინისტური კრიმინალების ბანდაა. "ქართული ოცნება" პირდაპირაა შერწყმული კრიმინალურ ჯგუფებთან და მათი გამოყენებით, სხვა უკანონო მეთოდებთან ერთად, ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ძალის დემონსტრირებას.

კრიმინალები, რომლებსაც ხელისუფლება ოპონენტების შესავიწროვებლად იყენებს, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე არ გაჩერდებიან.

ხელისუფლების მიერ გაძლიერებული დამნაშავეები ძალადობის საფრთხეს ზრდიან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ეს განუკითხაობა უნდა დავასრულოთ ივანიშვილთან ერთად", - აცხადებს ბოკერია.

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა.  

ეძგვერაძის სახლთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებდნენ, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები