რომის პაპი - ქართველები უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობებს იმსახურებენ

რომის პაპმა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. პაპმა ფრანცისკემ შეხვედრისას საქართველოს ისტორიის და განათლების შესახებ ისაუბრა.

"საქართველოს ისტორიაში სიბნელიდან სინათლეზე გადასვლის უამრავი ფაქტი არსებობს, რამეთუ თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი როცა საუკუნეების განმავლობაში გამუდმებით უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ ექცეოდა. მე ჯერაც ვფიქრობ იმ მიწებზე, რომლებიც ამ დრომდე წართმეული გაქვთ. თქვენი ერი, ხალისიანი და მამაცი, სტუმრისა და სიცოცხლის მოყვარე, ყველაზე შავბნელ პერიოდებშიც კი, სწორედ რწმენისა და კულტურის წყალობით ინარჩუნებდა ოპტიმისტურ განწყობას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია კათოლიკური ეკლესიის როლი. ამან შესაძლებელი გახადა ნაყოფიერი კულტურული აღმოჩენების გაკეთება, საიდანაც ქვეყნის ისტორიამ სარგებელი მიიღო. თქვენ წარმოადგენთ ამ წვლილის უწყვეტობას და მშვენიერია, რომ ხალისიანად და კონსტრუქციულად ზრდით კათოლიკური თემის მსახურებას ქართულ მიწაზე, რათა ის გახდეს თესლი, რომელიც ყველასთვის ნაყოფს გამოიღებს.

ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობებს იმსახურებენ. ამავდროულად, ტიპური ქართული ჰუმანიზმი თავისი უნიკალურობითა და სილამაზით იმსახურებს სხვაგან დაფასებას, თავისი ხელოვნებით, ლიტერატურით, მუსიკით და მრავალი სხვა შესაბამისი გამოხატულებებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად. სინათლე და ამაში არის მაგალითი ჩვენთვის: ის არსებობს არა იმისთვის, რომ დავინახოთ, არამედ იმისთვის რომ სხვას გაუნათოს ირგვლივ და მის იქით არსებული სივრცე. ასეა კულტურა, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ხსნის და საზღვრებს აფართოებს. ამიტომ, გისურვებ, იყოთ "რბილი შუქი" მრავალი ახალგაზრდისთვის და ასევე ვიმეორებ მადლიერებას იმისთვის, რასაც აკეთებთ.  და კიდევ, გთხოვთ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში", - განაცხადა რომის პაპმა.

უახლესი ამბები