რომის პაპმა უკრაინას და რუსეთს მოუწოდა, გაცვალონ ტყვეები ფორმულით "ყველა ყველაზე"

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთს და უკრაინას მოუწოდა, გაცვალონ სამხედრო ტყვეები ფორმულით "ყველა ყველაზე".

"დაე, მკვდრეთით აღმდგარმა იესომ გაუხსნას მშვიდობის გზა ამ რეგიონების (ისრაელი, ღაზას სექტორი და უკრაინა) ომით მოცულ ხალხებს. საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის მოწოდებასთან ერთად, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების საყოველთაო გაცვლის იმედს გამოვთქვამ: ყველა ყველაზე“, – განაცხადა რომის პაპმა სააღდგომო მიმართვისას.

რომის პაპი ასევე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების, 7 ოქტომბრის თავდასხმისას „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების და ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფისკენ, 7 ოქტომბერს დაკავებული მძევლების სწრაფი გათავისუფლებისკენ და ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. არ უნდა დავუშვათ, რომ მიმდინარე საომარ მოქმედებებს კვლავ ჰქონდეს მძიმე შედეგები სამოქალაქო მოსახლეობისთვის, რომელიც ამჟამად თავისი შესაძლებლობების ზღვარზეა, და რაც მთავარია, ბავშვებისთვის. რამდენ ტანჯვას ვხედავთ ბავშვების თვალებში! ომით მოცულ მიწაზე ამ ბავშვებს დაავიწყდათ, როგორია ღიმილი“, - აღნიშნა რომის პაპმა.

მისივე თქმით, ომი ყოველთვის "დამარცხება“ და "აბსურდია“.

"მშვიდობა მიიღწევა არა იარაღით, არამედ გაწვდილი ხელებითა და ღია გულებით“, – აღნიშნა მან.

უახლესი ამბები