მეუფე ნიკოლოზი - ვერ მოესწრება ვერავინ ამას, პატრიარქი იქნება დიდხანს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, სინოდის სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს.

"მოკლე სხდომა იყო. თუ არ ვცდები, სულ 3 საკითხი იყო განხილული. სინოდის სხდომამ მშვიდობიანად ჩაიარა. საერთოდ ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად არაფერი საკამათო არ ყოფილა.

პირველი, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მივულოცეთ პატრიარქს დაბადების დღე, პატრიარქობის 45 წლის იუბილე, მთელმა სინოდმა მიულოცა.

ერთ-ერთი საკითხი რაც იყო, სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. დანარჩენი ძალიან ყოფითი საკითხები იყო“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, სინოდის სხდომა დაგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ პატრიარქი სუსტად იყო.

რაც შეეხება პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარების საკითხს, მიტროპოლიტის თქმით, ეს საკითხი "დღის წესრიგში არასოდეს დადგება". 

"მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს და ძალიან კარგი იყო ერთად რომ ვიყავით. 

არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რაღაცა მსგავსი რომ ეთქვა, ვერ მოესწრება ვერავინ ამას, პატრიარქი იქნება დიდხანს და თუ რაღაცას არასწორად ვიტყვი მერე მომკითხეთ, პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ.
სანამ პატრიარქი პატრიარქია თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას და იმიტომ ვიცდიდით ამდენ ხანს", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სინოდის სხდომა დღეს რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით 40 წუთში დასრულდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები