კუბილიუსი - ვიმედოვნებ, რომ მმართველი პარტია გააცნობიერებს, რა შედეგები ექნება თუ რეზოლუციას არ მიიღებენ მხედველობაში

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთი პოლიტიკური პატიმრის ყოლა, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, არის ტესტი საქართველოს მთავრობისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

"ჩვენ გზავნილი გვაქვს "ქართული ოცნებისთვის", თუ ისინი გააგრძელებენ ამ დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, ჩვენთვის იქნება აშკარა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეხუთე პუნქტი, სადაც ხაზგასმულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომ თუ გაგრძელდება ასეთი დამოკიდებულება, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე.

ვიმედოვნებ, რომ მმართველი პარტია გააცნობიერებს, რა შედეგები ექნება, თუ ევროპული პარლამენტის რეზოლუციას არ მიიღებენ მხედველობაში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს იქნება ევროპარლამენტის გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ და მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, სათანადო ზომები მიიღოს ამ საკითხის გადასაჭრელად", - განაცხადა კუბილიუსმა "მთავართან".

მისივე თქმით, უნგრეთში ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზული პრობლემებია, რის გამოც ეს ქვეყანა ვერ მიიღებს იმ ფინანსურ დახმარებას, რასაც ითხოვდა და ასევეა საქართველოს შემთხვევაშიც - თუ ქვეყანა არ შეასრულებს მოთხოვნებს, ვერ მიიღებს სტატუსს. 

"ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ზეწოლას მთავრობაზე, ეს არის ძალიან მკაფიო ენა ევროპარლამენტის და თუ არიან მონდომებული, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი, მაშინ ჩვენ მოსაზრებას უნდა მოუსმინონ, ჩვენ ვიცით, რომ აქ ლაპარაკია კანონის უზენაესობაზე, ვიცით, რომ უნგრეთში ძალიან მწვავედ დგას ადამიანის უფლებების საკითხი, რის გამოც უნგრეთი ვერ მიიღებს ევროკავშირისგან იმ დიდ ფინანსურ დახმარებას, რაზეც მას ჰქონდა პრეტენზია, იგივე ეხება საქართველოს - აქ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით", - განაცხადა  კუბილიუსმა.

ევროპარლამენტი ხვალ საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები