"ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ ნებას, გახდნენ თავისუფალი, დამოუკიდებელი, იმედით აღსავსე"

"ნაციონალური მოძრაობის" ღონისძიებაზე ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და ანდრიუს კუბილიუსი ვიდეომიმართვით ჩაერთნენ.

როგორც ანა ფოტიგამ განაცხადა, "ვარდების რევოლუციის“ დღე კარგად ახსოვს, რადგან ეს იყო დაუჯერებელი იმედისა და სიხარულის დრო.

"მე კარგად მახსოვს ეს დღე, ზუსტად 20 წლის წინ, ქართველი ხალხის ცნობილი „ვარდების რევოლუცია“ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, რომელიც შემდგომში საქართველოს მესამე პრეზიდენტი გახდა. ეს იყო დაუჯერებელი იმედისა და სიხარულის დრო, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვის, მათთვის, ვინც გამოცადა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. დამერწმუნეთ, ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ ნებას, გახდნენ თავისუფალი, დამოუკიდებელი, იმედით აღსავსე და კარგი მომავალი თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მშვიდობიან სამყაროში“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, "მომავალი წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის" და აღნიშნა, რომ "გამარჯვების კოალიცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი მომავლისთვის“.

"ნამდვილად სასიამოვნოა, ყველას მოგილოცოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი. პირველ რიგში, მსურს, მივულოცო მთლიანად ქართველ ხალხს და ოპოზიციას ბოლო მიღწევა, როდესაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის წინ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი არა საქართველოს მთავრობისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის. მეორე რიგში, გილოცავთ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს. კარგი დამთხვევაა, რომ საქართველოსა და მთლიანად ევროპის კონტინენტი ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას ერთდროულად აღნიშნავს“, – განაცხადა კუბილიუსმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები