კუბილიუსი - უფრო და უფრო მეტი პრობლემა იქმნება საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ გზაზე

ჩვენ ვიცით, რა ძლიერია საქართველოს სურვილი, იქცეს ევროკავშირის წევრად, თუმცა დღეს არსებობს არაერთი პრობლემა ამ გზაზე და ერთ-ერთი ამ პრობლემის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა.

"ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი პრობლემა იქმნება მთავრობის მხრიდან ამ გზაზე, სწორედ ამიტომ არიან ჯერ კიდევ პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, სწორედ ამიტომ ცდილობდა მთავრობა მიეღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ეს არის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. აუცილებელია, პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზება. 

ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას საკუთარი ევროპული მისწრაფება, ეს არ არის ნამდვილად მთავრობის მხრიდან წამოსული უკანასკნელი პროვოკაცია. 

ღარიბაშვილმა გუშინ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება: "ევროკავშირმა უმჯობესია მიხედოს საკუთარ თავს და ევროკავშირი ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში", რაც არის პროპაგანდა, არასწორი პროპაგანდა და მიუხედავად ამგვარი პროპაგანდისა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის გვერდით დგომა", - განაცხადა კუბილიუსმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები