უსაფრთხოების რისკის გამო Wizz Air მოლდოვას მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ერთ-ერთმა უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა მიიღო გადაწყვეტილება, საფრთხის რისკების გამო 14 მარტიდან შეაჩეროს ფრენები მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვის მიმართულებით.

მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, Wizz Air-ის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაურკვევლობა შექმნა, იმის გათვალისწინებით, რომ 14 თებერვალს ავიაკომპანიამ ზაფხულის სეზონის ფრენების განრიგის დამტკიცების განაცხადი გააკეთა.

"რისკების ანალიზის შემდეგ, სამთავრობო უწყებებმა დაადგინეს, რომ ეროვნული საჰაერო სივრცის ფარგლებში ფრენები შეიძლება უსაფრთხოდ განხორციელდეს მთელი რიგი პროცედურების მეშვეობით და ვწუხვართ Wizz Air-ის მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი ამბები