პაატა მანჯგალაძე - ეს გავრცელდება მთელ საქართველოზე

ჩვენი ვალია, რომ პროტესტით შევაჩეროთ როგორმე ეს რუსობა საქართველოში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"ეს არის პუტინის სიყვარულის საქმით დადასტურების კანონპროექტი. ასე დავარქვათ ამ კანონპროექტს, არავინ არ იფიქროს, რომ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გავრცელდება, ეს გავრცელდება მთელ საქართველოზე, რადგან ამ კანონით მოხდა დივერსია ევროპული კურსის, შესაბამისად, საქართველოს ჩაეკეტა ის კომფორტი, ის უსაფრთხოება, ის მშვიდობა, რაც ევროპისგან მოდის, ყველა ეს სიკეთე საქართველოსთვის ჩაიკეტა, ამიტომ ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ პროტესტით შევაჩეროთ როგორმე ეს რუსობა საქართველოში", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. აგენტების შესახებ მსჯელობა განახლდება, სადაც ოპოზიცია სრულად იქნება წარმოდგენილი. 09:00 საათიდან კი პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები