პეტრას აუსტრევიჩუსი - როგორც ჩანს, საუბარი თბილისზე აღარ მოქმედებს, საჭიროა მეტი ზეწოლა მთავრობის ინდივიდუალურ წევრებსა და ივანიშვილზე

ერთი თვის წინ ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოვითხოვეთ. ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, ამიტომ ახლა ეს სხვა ევროპული ინსტიტუტების გასაკეთებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა კითხვის საპასუხოდ  განაცხადა.

სტრასბურგში, ევროპარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში პეტრას აუსტრევიჩუსს კითხვა დაუსვეს, მზად არის თუ არა ევროკავშირი, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს.

"ეს კითხვა შესაძლოა, დავუსვათ ევროკომისიის პრეზიდენტს. არის ის მზად, წინ წაიწიოს ამ საკითხზე? რადგან, სავარაუდოდ, ჩვენ მივედით იმ წერტილთან, როდესაც მკაფიოდ უნდა ვთქვათ, მზად ვართ თუ არა ამისთვის. 

როგორც ჩანს, საუბარი თბილისზე აღარ მოქმედებს, ამიტომ საჭიროა ქმედებები, მეტი ზეწოლა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ წევრებსა და ივანიშვილზე, რომელიც მთავარი ფიგურაა“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა. (1TV)

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები