ჯეიმს კლევერლი - მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ვალდებულებები მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით

იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოგითხარონ, მოგიწოდებთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, აყვავებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო არის და დარჩება საქართველოს მტკიცე და ურყევ მეგობრად.

"ჩვენი ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობა სცდება სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს, კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, 1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოგითხარონ, მოგიწოდებთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, აყვავებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. 

ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე, ურყევ მეგობრად. მე ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში და ველოდები, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები