ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე უოლესი შესაძლოა, მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შეცვალოს

Times-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მოქმედმა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ შესაძლოა, ბენ უოლესი თავდაცვის მინისტრის პოსტზე შეცვალოს.

სავარაუდო კანდიდატად ასევე განიხილება უშიშროების მინისტრი ტომ ტუგენდატი, ტერიტორიული არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საკადრო ცვლილებებს სავარაუდოდ, სექტემბერში განახორციელებს, რათა განაახლოს მთავრობა მომავალი წლის არჩევნების წინ.

თავდაცვის მინისტრის პოზიცია სუნაკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის ომის გათვალისწინებით და კლევერლის ამ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

The Times-მა ბრიტანეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უოლესი შესაძლოა, შემოდგომაზე თანამდებობიდან გადადგეს.

თავად უოლესმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ იგი დატოვებს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივნის თანამდებობას და  მომავალ არჩევნებში კანდიდატად არ წარდგება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები