Politico - ნატოს სურს 300 ათასამდე ჯარისკაცის გაგზავნა რუსეთის საზღვართან, თუმცა არსებობს პრობლემები

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გეგმავს გააძლიეროს თავისი დაჯგუფება აღმოსავლეთ ფლანგზე 300 000-მდე ჯარისკაცის განლაგებით, მაგრამ განხორციელებისთვის რამდენიმე პრობლემა არსებობს, - წერს Politico.

როგორც გამოცემა წერს, ასეთი ნაბიჯისთვის ალიანსმა უნდა დაარწმუნოს ცალკეული ქვეყნები, უზრუნველყონ სხვადასხვა ელემენტები: ჯარისკაცები, წვრთნა, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, დიდი რაოდენობით ძვირადღირებული იარაღი, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა.

ნატო-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთთან დასაპირისპირებლად საჭიროა მეტი ჯარი და მეტი ძალები, რომლებიც მზადყოფნაში არიან.

Politico აღნიშნავს, რომ ბევრ მოკავშირეს ამისთვის სჭირდება ძალისხმევის გაწვევა და თავდაცვის ხარჯების გაზრდა. ყველას მოუწევს მეტი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შეძენა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები