ბაუერი - ნატოს ქვეყნები მზად არიან რუსეთთან პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის

ნატოს ქვეყნები მზად არიან რუსეთთან პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის, - ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა განაცხადა.

ბაუერმა აღნიშნა, რომ ნატოში უსაფრთხოების ვითარების შეცვლა ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ესმოდათ.

მისივე თქმით, 2019 წლიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა დაიწყეს კოლექტიური უსაფრთხოების დაბრუნება: მათ შეცვალეს თავდაცვის სტრატეგია, ოპერატიული დაგეგმვა და ყველა ამ ამოცანის შესასრულებლად საჭირო ძალები.

"ახლა ჩვენ ყველას გვესმის, რომ კოლექტიურ უსაფრთხოებაში დაბრუნებისას დრო ჩვენს მხარეზე არ არის. რადგან მტერი წყვეტს როდის და სად თავს დაესხმება თქვენ და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. უკრაინა, სამწუხაროდ, ამაში დარწმუნდა", - განაცხადა ნატოს ადმირალმა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა ალიანსი რუსეთთან კონფლიქტისთვის, მან უპასუხა: "დიახ“.

"ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი - ვიყოთ მომზადებული. თუ ეს მოხდება დღეს, მაშინ უნდა იბრძოლოთ იმით, რაც გაქვთ. ეს ყოველთვის არის დღევანდელი დღისთვის მომზადების და ამავდროულად მომავლის შესაძლებლობების გაუმჯობესება", - განაცხადა ბაუერმა.

მან გაიხსენა როგორ გააფართოვა ალიანსმა თავისი ყოფნა ბალტიისპირეთში 2016 წლიდან და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე - სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.

"ახლა ჩვენ გვყავს რვა ასეთი ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაერთიანდეს ბრიგადაში. შესაბამისი ქვეყნები მუდმივად მუშაობენ ამ მექანიზმზე. თუ მეტი იქნება საჭირო, მაშინ განვიხილავთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არის საკმარისია“, - განაცხადა ბაუერმა.

მისივე თქმით, თანამედროვე ომს აქვს სხვა განზომილებები, როგორიცაა კიბერსივრცე ან თავდასხმები კოსმოსში და რუსეთს ასევე აქვს გავლენის მოხდენის გზები არქტიკაზე, დასავლეთ ატლანტის ოკეანეში, აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვაში, შავ ზღვაზე.

"სულელური იქნებოდა ფოკუსირება მხოლოდ აღმოსავლეთ ფლანგზე, რადგან რუსები არა მხოლოდ იქ არიან. ისინი ყველგან არიან. სწორედ ამიტომ ნატო მუდმივად აკვირდება მათ ქმედებებს და საჭიროებისამებრ რეაგირებს", - განაცხადა ბაუერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები