ვიტალი ბარაბაში - ავდიივკადან ევაკუაცია გრძელდება, მაგრამ ქალაქიდან გასვლა "სიკვდილის გზაა"

რუსული ჯარების მუდმივი დაბომბვის გამო ავდიივკადან გასასვლელის გზას "სიკვდილის გზას“ უწოდებენ, მაგრამ შესაძლებელია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, - ამის შესახებ ავდიივკას სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბარაბაშმა განაცხადა.

"სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება, მაგრამ ქალაქიდან გასვლა არის "სიკვდილის გზა“, გზის მონაკვეთს რუსული ჯარები აკონტროლებენ, სადაც მათ დაუყოვნებლივ შეუძლიათ ცეცხლის გახსნა“, - განაცხადა ბარაბაშმა.

მისი თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქალაქი 180-მა ადამიანმა დატოვა.

ამავდროულად, როგორც ბარაბაში აღნიშნავს, უკრაინის ოფიციალური პირების შეფასებით, ავდიივკაში დაახლოებით 2000 ადამიანი დარჩა, მათ შორის ექვსი ბავშვია.

ორი დღის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავდიივკას მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა, რადგან რუსები მუდმივად ბომბავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ უბნებს.

მსგავსი სიახლეები