უკრაინის თავდაცვის ძალებმა 14 ნოემბერს ავდიივკას მიმართულებით კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს, - ამის შესახებ შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უკვე მე-8 განადგურებული რუსული თვითმფრინავია ავდიივკას მიმართულებით 2023 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ.
ამ დროს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები და შეტევა ამ მიმართულებით.