სალომე სამადაშვილი - ბოდიში უნდა მოუხადოთ საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილებს, რადგან გიწევთ ამ სირცხვილით ცხოვრება, რადგან ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით

არანაირ კანდიდატის სტატუსზე საუბარი არ იქნებოდა რუსეთის დავალება ბოლომდე რომ მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი. თქვენ დამნაშავე ხართ იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა,  თქვენ უწოდეთ სატანისტები, - ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

"დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე. თქვენ ვერ გაბედავდით კანდიდატის სტატუსზე საუბარს, რომ დღეს უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ მათ შორის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დამნაშავე ვარო უნდა გეთქვათ უკრაინელებისთვის რუსების მიერ მოკლული და გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის.  ყველა გამოსვლა უნდა დაიწყოთ იმით, რომ "დამნაშავე ვარ“. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილებს, რადგან გიწევთ ამ სირცხვილით ცხოვრება, რადგან ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით", - განაცხადა სამადაშვილმა. 

მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან მალე გამოაქვეყნებს საკუთარ შეფასებას და საჯაროდ ეტყვის საქართველოს ხელისუფლებას იმას, რასაც დახურულ კარს მიღმა ეუბნებიან, რომ არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები