სალომე სამადაშვილი - ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა, თუ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს, მოხდება მათი საერთაშორისო დელეგიტიმაცია

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ რუსეთის წარმომადგენლები და არა საქართველოსი. კანონპროექტი კომიტეტზე მესამე მოსმენით ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო საკუთარი თავის დელეგიტიმაცია.

"კანონპროექტი კომიტეტზე მესამე მოსმენით ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა, ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა, კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა.

დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო საკუთარი თავის დელეგიტიმაცია. ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა. ხელისუფლება წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ. თუ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს, მოხდება მათი საერთაშორისო დელეგიტიმაცია იმიტომ, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი, რომელიც დაუწესდება უკლებლივ ყველა დეპუტატს, რომელიც მხარს დაუჭერს ამ კანონს, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ რუსეთის წარმომადგენლები და არა საქართველოსი",  - განაცხადა სალომე  სამადაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები