სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის სხვადასხვა მიმართულებით დარღვევა დაადგინა და დაზარალებულთათვის კომპენსაციის სახით რუსეთის ხელისუფლებას 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.

საქმე ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ფედერაციის პრაქტიკებისადმი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბრალდებებს, რაც მოიცავდა კონვენციის დარღვევებსა და კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, მათ სამართლიან დაკმაყოფილებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 41-ე მუხლი გამოიყენებოდა წინამდებარე საქმეზე სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და "ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლთა მიმართ. ასევე, "ბუფერულ ზონაში“ სახლების გადაწვისა და გაძარცვის ადმინისტრაციული პრაქტიკის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ადმინისტრაციული პრაქტიკის და ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავების მსხვერპლთა მიმართ „სამხრეთ ოსეთის ძალების“ მიერ „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში, ცხინვალში დაახლოებით 2008 წლის 10-27 აგვისტოს პერიოდში. ასევე, 2008 წლის 8-17 აგვისტოს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ დაკავებული ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლთა, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების აღკვეთის ადმინისტრაციული პრაქტიკისა და მოპასუხე სახელმწიფოს მსხვერპლთა მიმართ, პროცედურულ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ჩაეტარებინა სათანადო და ეფექტური გამოძიება გარდაცვალების ფაქტებზე, რომელიც მოხდა საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში ან საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას 3 თვის ვადაში ჯამში 129 827 500 ევრო უნდა გადაუხადოს, აქედან:

3.25 მილიონი ევრო სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" მოქალაქეების მკვლელობის ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად სულ მცირე 50 მსხვერპლისთვის მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის და ასევე მოპასუხე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობისა და ამ მკვლელობების ადეკვატური და ეფექტური გამოძიების არჩატარების გამო.

2.6975 მილიონი ევრო სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ცხინვალში „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში დაახლოებით 10-27 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისადმი არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და უსაფუძვლო დაკავებებთან დაკავშირებით, სულ მცირე 166 მსხვერპლისთვის არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

640 000 ევრო 8-დან 17 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ცხინვალში დაკავებული ქართველი ომის ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის სულ მცირე 16  მსხვერპლისთვის არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

115 მილიონი ევრო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების ხელშეშლის ადმინისტრაციული პრაქტიკის გამო სულ მცირე 23 000 მსხვერპლისთვის არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

8.24 მილიონი ევრო რუსეთის ხელისუფლების ჩავარდნის გამო, დამორჩილებოდა პროცედურულ ვალდებულებებსა და ადეკვატურად და ეფექტურად გამოეძიებინა ის მკვლელობები, რომლებიც შეტაკებების აქტიურ ფაზაში ან შეტაკებების დასრულების შემდეგ ხდებოდა, სულ მცირე 412 ადამიანისთვის მიყენებული არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები