ლევან ხაბეიშვილი - პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამაჯურით არ იაროს

საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია. თურმე, რაღაც სამაჯური უნდა ჰქონდეს და ა.შ. სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფრანგულ France 24-თან ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და სალომე ზურაბიშვილს აქვს ეს ინსტრუმენტი.

"პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი, ეს არის ჩემი დამოკიდებულება. 

არ ვეთანხმები იმას, რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს და ა.შ. პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამაჯურით არ იაროს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები