3763 სახლი წყლის ქვეშ - რა მდგომარეობაა დღეს ხერსონის ოლქში

ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე ახლა დატბორილია 35 დასახლებული პუნქტი, მარცხენა სანაპიროზე მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ხერსონის რეგიონში წყალდიდობის საშუალო დონე 4,72 მეტრს შეადგენს. 9 ივნისის საღამოდან წყალმა 31 სანტიმეტრით დაიკლო.

"მარჯვენა სანაპიროზე 35 დასახლება დაიტბორა, 3763 სახლი წყალშია. ყველაზე მეტად ხერსონი, ბელოზერკა და ზიმოვნიკი დაიტბორა", - განაცხადა პროკუდინმა.

კახოვკას წყალსაცავზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ იქ წყლის დონემ 6 მეტრი და 25 სანტიმეტრით დაიკლო.

პროკუდინმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია თითქმის 1,5 ათასი ადამიანი და 345 ერთეული ტექნიკა.

"გუშინ 248 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა უსაფრთხო ზონებში. მთლიანობაში, მოხალისეებმა, მაშველებმა და პოლიციამ წყლის ხაფანგიდან 2588 ადამიანი ამოიყვანეს", - განაცხადა მან.

პროკუდინის თქმით, მარცხენა სანაპიროზე მდგომარეობა კრიტიკულია, ოკუპანტები არათუ არ ეხმარებიან მოქალაქეებს, არამედ დახვრეტით ემუქრებიან ადგილობრივებს, რომლებიც თანამემამულეების გადარჩენას ცდილობენ. 

მისივე თქმით, ამ დღეებში რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი. "განსაკუთრებით ძლიერი - ხვალ. ამიტომ, კიდევ ერთი გამოცდა გველოდება. წვიმები ოდნავ შეანელებს წყლის ვარდნას. და რა თქმა უნდა, ზედმეტ უბედურებას შემატებს ადამიანებს", - განაცხადა მან.

ამასთან, პროკუდინის თქმით, ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოხალისეებს, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებოდნენ.

"რუსული საარტილერიო დარტყმის შედეგად დაშავდა ორი მამაკაცი, 52 და 25 წლის. ესენი არიან მოხალისეები, რომლებმაც დახმარება გაუწიეს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს“, - წერს პროკუდინი.

რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის კაშხალია 6 ივნისის ღამეს ააფეთქეს. აფეთქების შემდეგ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, განსაკუთრებით დროებით ოკუპირებულ ნაწილზე, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ხერსონის ოლქის ოკუპირებული მარცხენა სანაპიროს მცხოვრებლების თქმით, რუსმა ოკუპანტებმა არამარტო არ მოაწყვეს ევაკუაცია, არამედ აუკრძალეს მათ სახლებისა და დასახლებების დატოვება, წაიღეს ნავები, ცეცხლსასროლი იარაღიდან და არტილერიიდან ესროდნენ ხალხს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები