ეროვნული გვარდია - უკრაინელი სამხედროები ხერსონის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან

უკრაინის თავდაცვის ძალები ხერსონის მიმართულებით შეტევითი ოპერაციებისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ ეროვნული გვარდიის მთავარი დირექტორატის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლაი ურშალოვიჩმა განაცხადა.

"ხერსონის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ ზეწოლას მტერზე, აქტიური დაზვერვა და დარტყმები მიმდინარეობს მოწინააღმდეგის თავდაცვის მთელ სიღრმეზე, რათა მოემზადონ ტერიტორიები და ხაზები შეტევითი ოპერაციებისთვის“, – განაცხადა პოლკოვნიკმა.

მისივე თქმით, უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებმაბოლო პერიოდში მტრის 393 სამიზნე აღმოაჩინეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობით განადგურდა სამიზნეების ნაწილი.

ურშალოვიჩის განცხადებით, ეროვნული გვარდიის არტილერისტები აგრძელებენ მუშაობას ლიმანის, ბახმუტის და ორეხოვოს მიმართულებით. მათ მოახერხეს 570 მისიის შესრულება, 50-ზე მეტი ოკუპანტის განეიტრალება, რომელთაგან 14 ლიკვიდირებულია.

ასევე, ეროვნულმა გვარდიამ გაანადგურა რუსების ორი საწყობი, სადაც ისინი საარტილერიო საბრძოლო მასალას ინახავდნენ.

2022 წლის შემოდგომაზე ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს განთავისუფლების შემდეგ, ფრონტის ხაზი იქ თითქმის არ შეცვლილა. თუმცა, უკრაინელი სამხედროები აქტიურად ამზადებენ დასაყრდენს შეტევისთვის. კერძოდ, დამცველები ანადგურებენ მტრის მომარაგების ხაზებს, სამეთაურო პუნქტებს და საწყობებს.

ასევე ცნობილია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ანტონოვსკის ხიდთან პოზიციებს იკავებენ და ოკუპანტები მათ განდევნას ვერ ახერხებენ.

უახლესი ამბები