კირბი - აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მალე გამოაცხადებს

შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მალე გამოაცხადებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"თქვენ ნახეთ დახმარების პაკეტი USAI-ის ფარგლებში, რომელიც გამოცხადდა კვირის ბოლოს. ვფიქრობ, ძალიან, ძალიან მალე თქვენ იხილავთ დახმარების დამატებით პაკეტებს შეერთებული შტატებიდან", - განაცხადა მან.

ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ზუსტად იცის, რა სჭირდება უკრაინას, მათ შორის მიმდინარე კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის.

"ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ უკრაინამ შეძლოს წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა კირბიმ.

უახლესი ამბები