კირბი - რუსული არმია შორს არის თანამედროვე სტანდარტებისგან

უკრაინის ომმა გავლენა მოახდინა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"ჩვენ ვიცით, რომ ამ ომმა გავლენა მოახდინა პუტინის სამხედრო შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას, არტილერიას, თვითმფრინავებსა და რაკეტებს“, - განაცხადა კირბიმ.

მისივე თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნების, მათ შორის ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარებას ეყრდნობა, თუმცა კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან საჰაერო, მექანიზებულ და საზღვაო შესაძლებლობებს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, მაგრამ მაინც სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

"რუსეთს აქვს ადამიანური ძალის უპირატესობა, რადგან ის არის დიდი ქვეყანა მოსახლეობის დიდი რაოდენობით. პრეზიდენტ პუტინს არ სჭირდება პასუხის გაცემა თავისი ხალხისთვის მობილიზაციის შესახებ, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი აკეთებს. ეს ნიშნავს, რომ პუტინს შეუძლია მეტი ხალხის მობილიზება და ფრონტზე გაგზავნა“, - განაცხადა კირბიმ.

კირბიმ ასევე ისაუბრა რუსი სამხედროების ნაკლოვანებებზე, მათ შორის საშინელ მენეჯმენტზე, დაბალ მორალზე და ლიდერობის ნაკლებობაზე. მისი თქმით, ეს ხარვეზები რუსეთს დაუცველს ხდის.

"რუსეთს ჯერ კიდევ ურჩევნია ომი აწარმოოს შორი დისტანციური რაკეტების და საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა ამ კუთხით, თუმცა, როდესაც რუსული ჯარები უკრაინულ ძალებთან სახმელეთო ბრძოლებში მონაწილეობენ, ისინი ხშირად მარცხდებიან", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

კირბიმ თქვა, რომ რუსეთის კონტრშეტევას შედეგი არ მოჰყოლია და რუსეთის არმიამ ომში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა ჯერ კიდევ ვერ შეძლო.

"ეს არის არმია, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ის გაკვეთილები, რაც თანამედროვე არმიამ უნდა ისწავლოს ორწლიანი ომის შემდეგ“, - განაცხადა კირბიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები