კირბი - პუტინი არ ელოდება სანამ კონგრესი უარს ამბობს მოქმედებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა, სწრაფად დაუჭირონ მხარი კანონპროექტს უკრაინის დასახმარებლად რუსული მასიური დაბომბვის ფონზე, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათი ქვეყნის სულ მცირე 10 სხვადასხვა რეგიონი დაზარალდა, რის გამოც 1 მილიონზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა", - აღნიშნა კირბიმ.

მისივე თქმით, თავდასხმები "კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", რომ აშშ-მა განაგრძოს უკრაინის დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებით და შეიარაღებით, რომელიც "მათ სჭირდებათ საკუთარი თავის და ინფრასტრუქტურის დასაცავად".

"პუტინი არ ელოდება. ის არ ზის უსაქმურად. ის სასიკვდილოდ იყენებს მის ხელთ არსებულ ყოველ წუთს, სანამ ჩვენი კონგრესი უარს ამბობს მოქმედებაზე. ის არ ყოყმანობს და არც ჩვენ უნდა ვიყოყმანოთ", - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატამ "რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების დანამატი, რათა ჩვენ შევძლოთ უკრაინას მივაწოდოთ ეს მნიშვნელოვანი აღჭურვილობა“.

"როგორც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, რომ ყოველი დღე, როდესაც პალატა აგვიანებს, არის კიდევ ერთი დღე, რომლისთვისაც უკრაინელებმა საკუთარი სისხლით უნდა გადაიხადონ“, - განაცხადა კირბიმ.

უახლესი ამბები