თეთრი სახლი - რუსეთმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტები შეიძინა. ისინი უკვე გამოიყენეს უკრაინაზე დასარტყმელად, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, ბალისტიკური რაკეტების დიაპაზონი, რომლებიც რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა, 900 კილომეტრია.

მან აღნიშნა, რომ ასეთი რაკეტებით თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე 30 დეკემბერსა და 2 იანვარს განხორციელდა.

ამავდროულად, როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა განაცხადა, რუსეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს ირანიდან ბალისტიკური რაკეტების შეძენაზე.

ამ ფონზე კირბიმ მოუწოდა კონგრესს, დაამტკიცოს 60 მილიარდ დოლარზე მეტი ახალი დახმარების დაფინანსება უკრაინისთვის.

ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, ის სამხედრო დახმარებას უწევს აგრესორ ქვეყანას.

ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს დასავლური მედია წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ამარაგებდა 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებით, ასევე "კატიუშას" ტიპის რაკეტებით.

უკვე ნოემბერში დასავლელმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ფხენიანმა რუს სამხედროებს მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა.

სამხრეთ კორეის სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია რუსეთს მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გადასცეს.