ჰაჯა ლაჰიბი - ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ

ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა ჰაჯა ლაჰიბმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი.

"ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს დღეს აღსანიშნავი. დილით ბრწყინვალე პოლიტიკური გზავნილების ურთიერთგაცვლა მოხდა ჩვენს მთავრობებს შორის. ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ, მიღწეულ პროგრესზე ვისაუბრეთ და არსებულ შესაძლებლობებზე მომავალში. ევროპას მიმართა საქართველოს იმიტომ, რომ მიიღოს კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირში. საქართველო გახლავთ ევროპული ოჯახის ნაწილი, რისი დემონსტრირება მოახდინა ასევე მოლდოვამ. ევროკავშირს და საქართველოს შორის კავშირები არსებობს 20 წლის განმავლობაში და ახლა არის ყველაზე უფრო მჭიდრო. ბატონო პრემიერო, თქვენი მთავრობა ამჟამად ახორციელებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ გადასცა საქართველოს, რომელიც მისცემს შესაძლებლობას საქართველოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თქვენ მოგვახსენეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებულ შეფასებასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ჩვენ ველით გაუმჯობესებას ამ მიმართულებების და ევროპული კომისიის მოხსენებას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებში ლისაბონიდან თბილისამდე. ჩვენ საერთო მომავალს ვაკვირდებით. ბელგია საქართველოს გვერდით დგას და ჩვენ გავაგრძელებთ იგივეს ხვალ და მომავალშიც, დიდი მადლობა”, - განაცხადა ჰაჯა ლაჰიბმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები