გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი აღებული ნიმუშების დაზიანებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს ოჯახი აღებული ნიმუშების დაზიანებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

გარდაცვლილი მოზარდის დედის ნატო ხუტაშვილის თქმით,  სამედიცინო ექსპერტიზის დროს, გარდაცვლილის სხეულიდან აღებული დნმ-ანაწმენდების პაკეტები დალუქული არ იყო, რამაც ნიმუშების დაობება გამოიწვია.

"სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემი შვილის სხეულიდან აღებული იქნა დნმ-ანაწმენდები. შემდგომ ეს დნმ-ანაწმენდები გადაეცა ბიოლოგიურ ექსპერტს. აღმოჩნდა, რომ მე-17 პაკეტი, რომელშიც ეს ანაწმენდები უნდა ყოფილიყო დალუქული, ეს პაკეტი არის გახსნილი, არაშეფუთულ მდგომარეობაშია და დნმ-ანაწმენდები არის დაობებული. დაობება ნიშნავს იმას, რომ ანაწმენდი ამ დროს ხდება ნაწილობრივ ან სრულად გამოუსადეგარი შემდგომი კვლევებისთვის, რაც საქმეს ძალიან უკან ხევს. 

ეს არის სამართალდარღვევის პირდაპირი მინიშნება. ეს მოხდა განზრახ თუ შემთხვევით, ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება, ამას ვითხოვთ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივმართეთ აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით. ეს არის დანაშაული, ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს ექსპერტიზის ბიუროში. ვითხოვ გამოძიების დაწყებას ამასთან დაკავშირებით. გამოძიებამ უნდა გამოიკვლიოს, როდის დაზიანდა და რა დროს მოეკიდა ობი", - აცხადებს ნატო ხუტაშვილი.

17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგონა მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები