გიორგი ნაზღაიძე - სასწაულებრივად გადავრჩით, ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა “პრაიმჰაუსის” წამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და მის ორ მეგობარს ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე თავს დაესხნენ.

ნაზღაიძის თქმით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა მისთვის ორჯერ დაერტყა დანა.

"დღეს საღამოს რამდენიმე საათის წინ, ჩემს ორ მეგობართან ერთად წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა.

ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა, თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე, იძულებული გავხდით ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით, ისინი მოგვდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ.

ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გაგვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები. ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, მართლა სასწაულებრივად გადავრჩით, ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ არის. ამ ადამიანებისგან და მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და პასუხი უნდა აგონ აუცილებლად!!

მადლობა ამ უცნობ გოგონას და იმ ტაქსის მძღოლს, რომელმაც შუა გზაზე გაგვიჩერა ავტომობილი და ფაქტიურად ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა!" - წერს ნაზღაიძე.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0yVG12BcWM85Ywe6q3nZc1wDKmsXBfTmPcFj79Az4zNa8mT9kYomd9YJ9eTL2WGsal%26id%3D100009014105397&show_text=true&width=500" width="500" height="304" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>