"15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე, 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება, მაშველები არ ჰყავთ"

"ლელო საქართველოსთვის" წევრის ნიკა ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, სიონის ტბაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. 

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო 15-20 წუთში მივიდა, მაშველები კი ადგილზე არ იყვნენ.

"15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე. 

შემთხვევიდან დაახლოებით 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. 

უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა, თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს. 

ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ! 

ჩვენგან დაახლოებით 300 მეტრში დატრიალდა ტრაგედია, გავიქეცით, მაგრამ ვერ მივუსწარით... 

მაპატიეთ ასეთი, ერთი შეხედვით უემოციო სტატუსი, რაც განსაცდელი იყო, იქ განვიცადე, ნაპირზე უპატრონოდ დატოვებულ ტანსაცმელს რომ ვუყურებდი...

ეს ქვეყანა არის უპატრონო!

მეტი არაფრის თქმას აღარ აქვს აზრი", - წერს ჩერქეზიშვილი.

მსგავსი სიახლეები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fncherkezishvili%2Fposts%2Fpfbid02CiAKDkMvQSZtsFiLiSNHpV6cpTubGoP235hH1PW1FvdwvhcY7jS7od4bkLmdrSHyl&show_text=true&width=500" width="500" height="463" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>