შმიგალი - ველოდებით ისტორიულ გადაწყვეტილებებს

ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინა ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მას ალიანსში გაწევრიანებასთან დააახლოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

"დღეს ვილნიუსში ნატოს სამიტი დაიწყო. ჩვენ ველოდებით ისტორიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებასთან დააახლოებს", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, უკრაინა გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ელემენტია.

"ახლა ჩვენ ვართ ბრძოლის წინა ხაზზე იმ ღირებულებებისთვის, რომლის გარშემოც შეიქმნა ალიანსი. ამიტომ, ნატოს ისევე სჭირდება ჩვენი ქვეყანა, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ნატო“, - განაცხადა შმიგალმა.

შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანება უკრაინის ერთ-ერთი გეოპოლიტიკური პრიორიტეტია, თუმცა მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ნატოსა და ალიანსის წევრი ქვეყნების პრაქტიკული მხარდაჭერაც.

"ეს დახმარება აძლიერებს ჩვენს თავდაცვის ძალებს, ხელს უწყობს ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებას. მადლობა ამისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი მხარდაჭერა კიდევ უფრო თანმიმდევრული და სისტემატური იქნება", - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

ნატოს ვილნიუსის სამიტი დღეს დაიწყო. ოფიციალური კიევის განცხადებით, ესმით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომის დროს ნატოში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, მაგრამ სამიტზე ალიანსში გასაწევრიანებლად მოწვევა სურს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინამ სამიტზე უნდა მიიღოს ძლიერი მხარდაჭერის პაკეტი, მათ შორის ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

მსგავსი სიახლეები