შმიგალი - სავაჭრო კანონის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება, არბიტრაჟს მიმართოს

უკრაინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს მიმართავს იმის გამო, რომ პოლონეთმა მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გაგრძელება გადაწყვიტა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი Twitter-ზე წერს.

მისივე თქმით, უკრაინა როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.

შმიგალის თქმით, უკრაინას არ სურდა და არ სურს ზიანი მიაყენოს პოლონელ ფერმერებს და დიდად აფასებს პოლონელი ხალხის და პოლონელი ოჯახების მხარდაჭერას.

"თუმცა სავაჭრო კანონის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება, მიმართოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს კომპენსაციისთვის, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების ნორმების დარღვევის გამო“, – წერს დენის შმიგალი.