შმიგალი - ბრიტანეთთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება სხვა ქვეყნებისთვის საორიენტაციო ვარიანტი იქნება

უკრაინასა და ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება სხვა ქვეყნებისთვის საორიენტაციო ვარიანტი გახდება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შეთანხმება პირველია, მაგრამ არა უკანასკნელი.

"დღეს ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პარტნიორებთან მსგავსი ხელშეკრულებების გასაფორმებლად“, - აღნიშნა მან.

12 იანვარს, სამუშაო ვიზიტით კიევში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ლიდერებმა ბრიტანეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. იგი ძალაში 2024 წლის 12 იანვარს შევიდა და 10 წელი იმოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ნატოში ამ პერიოდში გაწევრიანდება, მხარეები გარანტიების სამომავლო სტატუსზე ცალკე გადაწყვეტილებას მიიღებენ.