კირბი - უკრაინელები კასეტურ საბრძოლო მასალას საკმაოდ ეფექტურად იყენებენ

ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე არის უკრაინაში, ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელები კასეტურ საბრძოლო მასალას სათანადოდ იყენებენ და ისინი გავლენას ახდენენ რუსეთის თავდაცვით დაჯგუფებებზე და რუსეთის თავდაცვით მანევრირებაზე.

"ჩვენ მივიღეთ უკრაინელებისგან თავდაპირველი გამოხმაურება და ისინი საკმაოდ ეფექტურად იყენებენ მას“, - აღნიშნა კირბიმ.

7 ივლისს შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც პირველად მოიცავდა კასეტურ საბრძოლო მასალას.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გამოყენებული იქნება მხოლოდ ბრძოლის ველზე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.

უახლესი ამბები