თეთრი სახლი - აშშ ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ქმედებებს შავ ზღვაში

ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შავ ზღვაში, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, დაუბრუნდეს "მარცვლეულის შეთანხმებას“ და ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ გადაწყვეტენ მოიქცნენ ამ კუთხით“, - განაცხადა კირბიმ.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა აღნიშნა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემები ცდილობენ მიაწოდონ საკვები იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება.

"არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს სამოქალაქო გემზე თავდასხმისთვის, რომელიც უკრაინის პორტში მიდის საკვები პროდუქტებისთვის", - აღნიშნა მან.

მას შემდეგ, რაც 17 ივლისს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად დატოვა "მარცვლეულის შეთანხმებას“, რომლის მიხედვითაც უკრაინა აწვდიდა საკვებს მესამე ქვეყნებს, რუსეთმა უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ნებისმიერ გემზე თავდასხმის მუქარა დაიწყო.

უახლესი ამბები