ეკა ბესელია - მაქვს კონსულტაციები იმ ადამიანებთან, ვინც იყო "ქართულ ოცნებაში“, გვარებს დღეს არ ვასახელებ

ორი არჩევანი არ უნდა დავუტოვოთ ამომრჩეველს, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ის, რაც მგონი, ყველამ გავიგეთ, ამიტომ, ახლა რა მიმართულებითაც გვექნება კონსულტაციები, რაც გვაქვს, არის ის, რომ ამომრჩეველს სხვა არჩევანი ჰქონდეს, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

"ერთ-ერთი არჩევანი კონფიგურაციაა, რაც მე ძალიან საინტერესოდ მეჩვენება და ამ იდეას ჰყავს სხვა მხარდამჭერებიც. სხვათა შორის, დიდი ხანია, ამაზე გიორგი გახარია თავადაც საუბრობს. ეს არის არა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, არამედ ალტერნატივა, სადაც ის ადამიანები, პოლიტიკოსები, პარტიები, შეიძლება, სამოქალაქო აქტივისტებიც მოვიაზროთ, ვისაც უფრო მეტი საერთო აქვს წარსულში. ასეთი შეიძლება, იყოს სწორედ „ქართული ოცნების“ სადავეებთან, პარტიის შექმნამდე ვინც გვყავდა თანამოაზრე, ან იმის შემდეგ ვინც იყო და აღარ არიან. ვფიქრობ, ასეთი ტიპის კონფიგურაცია იქნებოდა საინტერესო, ამომრჩევლისთვისაც ერთ-ერთი ალტერნატივა იქნებოდა. განსაკუთრებით იმ ამომრჩევლისთვის, ვინც იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და დღეს აღარ არის.

მე მაქვს კონსულტაციები იმ ადამიანებთან, ვინც იყო „ქართულ ოცნებაში“. გვარებს დღეს არ ვასახელებ. ამ ადამიანებს ვესაუბრე და აღმოჩნდა, რომ არიან ამ იდეის მხარდამჭერები. კომუნიკაცია მაქვს გიორგი გახარიასთან და ყოველთვის მქონდა ჯანსაღი ურთიერთობა. მასში ვხედავ იმ პოტენციალს და რესურსს, რომელიც ძალიან სჭირდება ამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კონფიგურაციის ჩამოყალიბებას. ბუნებრივია, მასთანაც გავაგრძელებ კონსულტაციებს და სხვებთანაც.

ჩვენ არ ვიცით, რა ფორმა შეიძლება, ჰქონდეს მომავალში ამ დიალოგს და ამაზე ჯერ ადრეა საუბარი. ჯერ ვსაუბრობთ იდეაზე ბევრ სხვადასხვა ადამიანთან, ვისთანაც ბევრი საერთო გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა. მათთანაც ვსაუბრობთ, ვინც არ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ვისთან“, – განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები