ეკა ბესელია - არამზადა ელისაშვილი, რომელიც თავის დროზე ბევრჯერ გაიყიდა და ყველაზე არასანდო ადამიანია, "ოცნებისგან" მართულია

არამზადა ელისაშვილი, ყველაზე არასანდო ადამიანია, ვინც კი შეიძლება გითხრათ პოლიტიკაში, რომელიც "ოცნებისგან" მართულია, - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

"არამზადა ელისაშვილი, რომელიც თავის დროზე ბევრჯერ გაიყიდა და ყველაზე არასანდო ადამიანია, ვინც კი შეიძლება გითხრათ პოლიტიკაში, რომელიც შემდეგ "ოცნებამ" იყიდა და "ოცნებისგან" მიყიდული და მისგან მართული ადამიანია.

ყოველთვის ასე იქცეოდა, როდესაც დაგეგმილი კამპანია აწარმოვა ჩემს წინააღმდეგ. მე მას მოვუგე პროცესი და ცილისწამებისთვის მან გადაიხადა კიდეც კომპენსაცია.

თუ ენას არ გააჩერებს და ამ ცილისწამებას გააგრძელებს, ამ ვითარებაშიც კი მოუწევს განიცადოს ის მარცხი, რაც განიცადა. ეს არის გაყიდული პოლიტიკოსი, რომლის მყიდველიც, მმართველი პარტიაა", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლოა, შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია დანიშნოს.

"მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელია მთელი ცხოვრება პატიმრების ბედით ვაჭრობით ფულს აკეთებდა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, რომ შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია არ დანიშნოს. ელისაშვილის თქმით, ბესელიას დანიშვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორუფციის მძვინვარება იქნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები