პოდოლიაკი - უკრაინა გამოიტანს ყველა საჭირო დასკვნას და შეარჩევს საუკეთესო პასუხს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის  მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთმა დღეს მიზანმიმართულად გახსნა ცეცხლი შავ ზღვაში სამოქალაქო გემის შესაჩერებლად.

"დღევანდელი მიზნობრივი ცეცხლის გახსნა და რუსეთის მიერ უკრაინის პორტისკენ მიმავალი საერთაშორისო სამოქალაქო მშრალი ტვირთის გემის Sukra Okan-ის იძულებითი შემოწმება, არის საერთაშორისო საზღვაო სამართლის აბსოლუტური დარღვევა, მეკობრეობა და დანაშაული მესამე ქვეყნის სამოქალაქო გემების წინააღმდეგ სხვა სახელმწიფოების წყლებში“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, საჭიროა მკაფიო სამართლებრივი დაფიქსირება, ყველა პირის იდენტიფიკაცია, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დანაშაულის ჩადენის აღიარება.

"უკრაინა გამოიტანს ყველა საჭირო დასკვნას და შეარჩევს საუკეთესო პასუხს", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 13 აგვისტოს განაცხადა, რომ შავ ზღვაში უცხოური გემი გააჩერა. ის ოდესის ოლქში იზმაილის პორტში მიდიოდა.

რუსეთი აცხადებს, რომ მისმა ერთ-ერთმა სამხედრო ხომალდმა შავ ზღვაში სატვირთო გემზე "გამაფრთხილებელი გასროლა" მოახდინა მას შემდეგ, რაც მან გაჩერების მოწოდებაზე რეაგირება არ მოახდინა.

მსგავსი სიახლეები