ეკა გიგაური - ყველაფერთან ერთად, ეს არის უკიდურესად ამორალური და პირდაპირი გზავნილი საზოგადოების მიმართ

არ ვიცი რას ემსახურება ეს კომუნიკაციის ხაზი, მაგრამ ის ყველაფერთან ერთად, არის უკიდურესად ამორალური და პირდაპირი გზავნილი საზოგადოების მიმართ, რომ რაც არ უნდა დაგემართოთ, როგორ საფრთხეშიც არ უნდა იყოთ, არ გვაინტერესებთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური წერს

"ანუ რას გვეუბნებიან "ოცნების" ლიდერები:

1. ვერტფრენები გვყავდა ღამის ხედვის ხელსაწყოებით და არ გავუშვით სპეციალურად, რადგან შოვში ხალხი საკმარისად საფრთხეში არ იყო და ამის გამო სახელმწიფოს  რესურსის დახარჯვა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

2. თუ შოვში ვინმე საფრთხეში იყო, ის ისედაც დაიღუპა, ამიტომ რა აზრი ჰქონდა საერთოდ რამის სწრაფად დაგეგმვას და მით უმეტეს რესურსის დახარჯვას.

3. ვინც გადარჩა წესით ვერ უნდა გადარჩენილიყო, რადგან თუ გადარჩა ესე იგი არც ყოფილა საფრთხეში და თუ საფრთხეში არ იყო, მაშინ მათ გამო სახელმწიფოს რაღაზე დაეხარჯა რესურსი და საერთოდ, ის ადამიანები, ვინც სტიქიასთან შებრძოლებაზე საუბრობენ მატყუარები არიან.

მე არ ვიცი რას ემსახურება ეს კომუნიკაციის ხაზი, მაგრამ ის ყველაფერთან ერთად, არის უკიდურესად ამორალური და პირდაპირი გზავნილი საზოგადოების მიმართ, რომ რაც არ უნდა დაგემართოთ, როგორ საფრთხეშიც არ უნდა იყოთ, არ გვაინტერესებთ და მით უმეტეს არ გვეცოდებით! არც გაგიფრთხილდებით, არც მოგეშველებით და საერთოდ, აქ ბიუჯეტის და სახელმწიფოს ქონების მიტაცებით ვართ დაკავებულები და არც თქვენთვის და არც თქვენი კითხვებისთვის არ გვცალია! საერთოდ როგორ ბედავთ, რომ რაღაცას გვეკითხებით. 

ვუყურებ "ქართული ოცნების" ხალხის მიმართ დამოკიდებულებას და ვფიქრობ, რომ ყველას უნდა გვახსოვდეს:  ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენსავე ხელშია! თუ მოვინდომებთ მივაღწევთ, რომ ასეთი დამოკიდებულება არც ერთ მთავრობას არ ჰქონდეს აქ მცხოვრებ ადამიანების მიმართ. ქართველი ხალხი უკეთეს მთავრობას და მით უმეტეს, უკეთეს მომავალს იმსახურებს!  ეს არის ფაქტი! ხშირად ვიფიქროთ ამაზე და ბევრი რამე გამოგვივა! 

ვიზიარებ შოვში დაღუპული ადამიანების ოჯახების მწუხარებას. ასევე გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრების მწუხარებას. 

დიდ მადლობას ვუხდი მაშველებს, რომლებიც შიშველი ხელებით მუშაობენ ტრაგედიის ადგილზე", - წერს გიგაური.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები